საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტი
სანდრო ეულის ქ. 5, თბილისი 0186, საქართველო
ტელ. +995 32 2187633; +995 32 2187055.
ფაქსი +995 32 2545931
ელ-ფოსტა ic@cybernet.ge


Check e-mail
Vladimir Chavchanidze Institute of Cybernetics
of the Georgian Technical University
Sandro Euli str. 5, Tbilisi 0186, Georgia
Tel. +995 32 2187633; +995 32 2187055.
Fax. +995 32 2545931
e-mail ic@cybernet.ge

თავფურცელი
Home
განცხადებები
Announcements
წესდება
Regulations
სამეცნიერო საბჭო
Academic Council
სტრუქტურა და სია
Structure & Staff
წლიური ანგარიში
Annual report
საერთაშორისო პროექტები
International Projects

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპრეზენტაციო დარბაზში გაიმართა ღონისძიება "Networking event" ევროკომისიის პროექტ GEO-RECAP (http://georecap.eu)-ის და საერთაშორისო ქსელის IDEALIST-ის (http://ideal-ist.eu) ეგიდით. ღონისძიება მოიცავდა ე.წ. "Twinning meeting"-ს და ევროპულ ფონდებზე ორიენტირებული სადემონსტრაციო პროექტების წარდგენას. ღონისძიება ჩატარდა ევროკომისიის პროექტის GEO-RECAP (http://georecap.eu) კოორდინატორის, სტუ-ის ნ. მუსხელიშვილის სახ. გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის სწავლული მდივნის, გიორგი გიორგობიანის, საქართველოში IDEALIST-ის ოფიციალური წარმომადგენლის, კვლევების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ხელშემწყობი საერთაშორისო ცენტრის (www.icarti.ge) აღმასრულებელი დირექტორის საქართველოში FP7 ICT NCP - გივი ქოჩორაძის და სტუ ვლ. ჭავჭანიძის სახ. კიბერნეტიკის ინსტიტუტის სწავლული მდივნის, პროექტის GEO-RECAP თანაკოორდინატორის, გიორგი მუმლაძის ორგანიზებით.

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნეს სტუ-ის რექტორის მოადგილემ, პროფესორმა ზურაბ გასიტაშვილმა და რუსთაველის ეროვნული ფონდის (www.rustaveli.org.ge) სამეცნიერო პროგრამების დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა თედორე დოლიძემ. მონაწილეობდნენ: დოქტორი პიერ გისსე - ევროპული სამეცნიერო კონსორციუმ ERCIM-ის (http://ercim.eu) ბრიუსელის ოფისის ხელმძღვანელი; პროფესორი ალექს გრიშინი და დოქტორი ჰანს ბერგქვისტი - შვედეთის სამეფო ტექნოლოგიური ინსტიტუტი (www.kth.se); დოქტორი ტოფიგ ბაბაევი - აზერბაიჯანის რეგიონალური ინოვაციური ტექნოლოგიების აკადემიის დირექტორი (www.rita.az); დოქტორები ვადიმ იაშენკოვი (NIP, საერთაშორისო პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი) და სერგეი შუკაევი - (NCP, ეროვნული ტექნიკური უნივერსიტეტი (www.ntu-kpi.kiev.ua), უკრაინა; დოქტორი ელენა ზამჟა - Informational Society Development Institute (www.idsi.md), მოლდოვა. სტუ-ს ნ.მუსხელიშვილის სახ. გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტიდან (www.compmath.ge) - პროფესორი ვახტანგ კვარაცხელია, დირექტორი, დოქტორი გიორგი გიორგობიანი, ევროკომისიის პროექტ GEO-RECAP (http://georecap.eu) -ის კოორდინატორი, დოქტორი ზაზა სანიკიძე, დირექტორის მოადგილე; დოქტორი რამაზ ქვათაძე - საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია "გრენას" აღმასრულებელი დირექტორი (http://grena.ge); სტუ-ს ვლ.ჭავჭანიძის სახ. კიბერნეტიკის ინსტიტუტიდან (www.cybernet.ge) - დოქტორი თამაზ სულაბერიძე, დირექტორი; პროფესორი რევაზ გრიგოლია, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი მუმლაძე, ინსტიტუტის სწავლული მდივანი და სხვა მოწვეული სტუმრები.

სტუმრებმა ისაუბრეს და წარმოადგინეს პრეზენტაციები, რომელთა მიზანი იყო თავიანთ ქვეყანაში არსებული მდგომარეობის აღწერა საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების თვალსაზრისით, განვითარებისა და ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივების წარმოდგენა. ”Twinning” -ის დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია "მრგვალი მაგიდის გარშემო" სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის ცალკეულ ქვეყნებში - საქართველოში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და მოლდოვაში საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების თაობაზე. ღონისძიების მეორე დღეს, დილის სესიაზე, განხილული იქნა GEO-RECAP პროექტის სტრატეგიის განვითარების საკითხები. სესიას უძღვებოდა დოქტორი პიერ გისსე. შუადღის სესიაზე სტუ-ს კიბერნეტიკის და გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტების თანამშრომელთა მიერ წარმოდგენილი იქნა ევროპულ ფონდებზე ორიენტირებული ის სადემონსტრაციო პროექტები, რომლებიც GEO-RECAP პროექტის მხარდაჭერით იქნა მომზადებული ან მზადდება ევროკავშირის საგრანტო პროგრამების კონკურსებზე წარსადგენად.სესიის ბოლოს წარმოდგენილი საკითხების ირგვლივ გაიმართა დისკუსია. უცხოელი პარტნიორების მხრიდან გამოთქმული იქნა სასარგებლო შენიშვნები და რეკომენდაციები. დაწვრილებითი ინფორმაცია აღნიშნული ღონისძიებების შესახებ განთავსებული იქნება ევროკომისიის პროექტ GEO-RECAP -ის ოფიციალურ ვებგვერდზე http://georecap.eu


ევროკომისიის მეშვიდე ჩარჩო-პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროექტის შესახებ:

2010 წლის ნოემბრიდან, ევროკომისიის მეშვიდე ჩარჩო-პროგრამის (FP7) ფარგლებში, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ინსტიტუტში მიმდინარეობს მუშაობა საგრანტო პროექტზე "საქართველოს ინფორმაციულ-კომუნიკაციური ტექნოლოგიების (ICT) მიმართულების ინსტიტუტებში რესურსების შექმნა-აღდგენა" (“Re-creation and building of capacities in Georgian ICT Research Institutes”, FP7 Capacities Work programme 2010; Activity 7.6 Integrating Europe’s neighbours into the ERA; Area INCO.2010-6.1: Eastern Europe and South Caucasus, Project Acronim: GEO-RECAP, Grant agreement no: 266155).

პროექტი ორწლიანია და მასში მონაწილეობენ ორგანიზაციები: სტუ ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი (MICM) - პროექტის კოორდინატორი, სტუ ვ. ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტი (IC), ICARTI (საქართველო), DFKI (გერმანია), GIRAF (გერმანია), ERCIM (საფრანგეთი).

პროექტის მიზანია:


About the European Commission 7th Framework Programme project

From November, 2010, Niko Muskhelishvili Institute of Computational Mathematics of Georgian Technical University (GTU-MICM) coordinates the EU, FP 7 funded project GEO-RECAP
Re-creation and building of capacities in Georgian ICT Research Institutes
FP7 Capacities Work programme 2010; Activity 7.6. Integrating Europe’s neighbors into the ERA; Area INCO.2010-6.1: Eastern Europe and South Caucasus.
Grant N° 266155

The central goal of GEO-RECAP is to initiate and significantly increase scientific cooperation between ERA and Georgia’s leading research centres in ICT, two institutes of Georgian Technical University: Niko Muskhelishvili Institute of Computational Mathematics (GTU-MICM) and Vladimer Chavchanidze Institute of Cybernetics (GTU-IC).